|
2022-11-15 09:32:46, 1590 ნახვა
ომი უკრაინაში
ზალუჟნი - ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ძალა გვექნება - რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა ოკუპირებული ტერიტორია
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინა არავითარ შემთხვევაში არ გაჩერდება თავისი ტერიტორიების განთავისუფლების გზაზე და არ მიიღებს კომპრომისულ გადაწყვეტილებებს. როგორც ზალუჟნიმ შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის უფროსებთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, უკრაინელი სამხედროები არ მიიღებენ მოლაპარაკებებს, შეთანხმებებს ან კომპრომისულ გადაწყვეტილებას. "მე დავრწმუნდი, რომ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ძალა გვექნება. ჩვენი მიზანია გავათავისუფლოთ მთელი უკრაინული მიწა რუსული ოკუპაციისგან. ჩვენ ამ გზაზე არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდებით. უკრაინელი სამხედროები არ მიიღებენ მოლაპარაკებებს, შეთანხმებებს ან კომპრომისულ გადაწყვეტილებას. მოლაპარაკებას მხოლოდ ერთი პირობა აქვს - რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა დაპყრობილი ტერიტორია“,- ამბობს ზალუჟნი. ზალუჟნიმ მილის ასევე მიაწოდა ინფორმაცია თავდაცვის ძალების ოპერატიული მდგომარეობისა და პრიორიტეტული საჭიროებების შესახებ. მისი თქმით, ფრონტზე ვითარება სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. ”ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მტრის მოქმედებებს ბელარუსის რესპუბლიკის საზღვარზე და ვაშენებთ საიმედო ფარს უკრაინის ჩრდილოეთიდან დასაცავად. მტერი აქტიურად უტევს ბილოგორივკა-სოლედარ-ბახმუტ-მაიორსკის და ავდიივკა-ოპიტნე-ვოდიანე-პისკი-მარინკა-პავლივკას ხაზებზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწევს. ჩვენ ვიცავთ თავდაცვას ჩვენი მოწინავე ნაწილების და საბრძოლო რეზერვების გამძლეობის წყალობით. ხერსონის მიმართულებით ვახორციელებთ სტაბილიზაციის მოქმედებებს და თავდაცვის ხაზების გაძლიერებას“,- დასძინა მან.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)