|
2022-11-11 10:31:53, 1456 ნახვა
ეკონომიკა
Global Finance- მა პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის „საქართველოს ბანკის“ დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის მსოფლიოში საუკეთესო ბანკები წელს მერვედ დაასახელა. ქვეყნის მასშტაბით ეს ჯილდო კი „საქართველოს ბანკის“ დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებას ერგო. „როცა საქმე ეხება კერძო საბანკო მომსახურებას, ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც არიან აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლები და გამოცდილი პროფესიონალები როგორც ეკონომიკურ, ასევე ფინანსურ ტენდენციებში, უფრო გათვითცნობიერებულ გადაწყვეტილებებს იღებენ. ამიტომ, კიდევ უფრო რთულია დააკმაყოფილო მათი საჭიროებების საკმაოდ ფართო სპექტრი. Global Finance პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის მსოფლიოში საუკეთესო ბანკებად აღიარებს იმ ინსტიტუტებს, რომლებიც აღწევენ დიდ წარმატებას, როგორც რიცხვებში, ასევე იმ საჭიროებების მაღალი ხარისხით დაკმაყოფილებაში, რაც მათ მომხმარებლებს აქვს“,- განაცხადა ჯოზეფ ჯიარაპუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა. „მოხარული ვართ, რომ საერთაშორისო გამოცემამ „საქართველოს ბანკის“ დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა. ეს ჩვენთვის დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა. ასევე, არის მოტივაცია, არ გავჩერდეთ და კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი საქმიანობა ამ კუთხით. ჩვენი მიზანიც ესაა, ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო სწრაფი და საუკეთესო გადაწყვეტები შევთავაზოთ მათთვის სასურველ არხში, მოვერგოთ მათ მუდმივადცვალებად ინტერესებსა და საჭიროებებს. მინდა მადლობა გადავუხადო იმ გუნდს, რომელიც დაუღალავად შრომობს იმისთვის, რომ მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილება შევუქმნათ“,- განაცხადა ეთერ ირემაძემ „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ. ინფორმაციისთვის, Global Finance-ის სარედაქციო საბჭომ პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის მსოფლიოში საუკეთესო ბანკები ინდუსტრიის წარმომადგენლების შეფასების საფუძველზე დაასახელა. ასევე, გადაწყვეტილება მიღებული იყო თავად ბანკების მიერ წარმოდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით. სარედაქციო საბჭომ მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების შესაფასებლად დამოუკიდებელი კვლევაც ჩაატარა. საერთაშორისო გამოცემა Global Finance 1987 წელს დაარსდა. ის 50,000-ზე მეტი ტირაჟით მსოფლიოს 193 ქვეყანაში გამოიცემა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)