|
2022-11-07 12:08:58, 1635 ნახვა
სამართალი
„ეს ღირსების საქმეა“- საია 5 ივლისს დაზარალებული 16 რეპორტიორის სახელით სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 5 ივლისის მოვლენების დროს დაზარალებული 16 რეპორტიორის სახელით, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ევროპულ სასამართლოს ოთხი მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევასთან დაკავშირებით მიმართეს, მათ შორის არის გამოხატვის თავისუფლება და წამების აკრძალვა და იმედი აქვთ, რომ დარღვევა დადგინდება. "საიამ 16 მედიის წარმომადგენლის სახელით მივმართეთ ადამიანის უფლებათა სასამართლოს 5 ივლისის საქმეებთან დაკავშირებით და მივმართეთ სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ამ დრომდე, ჩვენ ვხედავთ რომ გამოძიება არის არაეფექტური, როგორც უშუალოდ მოძალადეების ნაწილში, როლებიც არ არიან ყველანი დასჯილი, მაშინ როცა არის საშუალება, რომ მოძიებული იქნას ყველა მტკიცებულება და რაც ყველაზე საგანგაშოა, არის ის, რომ არცერთი ორგანიზატორი პასუხისგებაში არ არის მიცემული. პროკურატურა უბრალოდ არაფერს არ აკეთებს ამ ნაწილში და გამოძიება არის არაეფექტური. ასევე, სახელმწიფოს იმ შესაბამის თანამდებობის პირებს, რომელსაც ევალებოდათ 5 ივლისს, როგორც ჟურნალისტების ასევე აქტივისტების უსაფრთხოების დაცვა, თუმცა არაფერი გააკეთეს და უბრალოდ დაუშვეს ძალადობა და მათ მიერ პირდაპირი წახალისების ფონზე, ჩვენ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ეს საქმე არის ღირსების საქმე, არა მარტო მედიის წარმომადგენლებისთვის, არამედ მთელი სამოქალაქო სექტორისთვის და ჩვენი ქვეყნისათვის, ამიტომაც მივმართეთ ევროპულ სასამართლოს ოთხი მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევასთან დაკავშირებით, მათ შორის არის გამოხატვის თავისუფლება და წამების აკრძალვა და იმედი მაქვს, რომ დადგინდება სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან დარღვევა",- განაცხადა სიმონიშვილმა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)