08:31 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-07 09:35:06, 1730 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის ძალებმა სამხრეთით 14 რუსი სამხედრო, დრონების მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალის საცავები გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთით 14 რუსი სამხედრო, ოკუპანტების დრონების მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალის სამი საცავი გაანადგურეს.

იუგის ოპერატიული სარდლობას ინფორმაციით, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა შეასრულეს 147 საცეცხლე მისია, ავიაციამ კი 2 წარმატებული გაფრენა. 

„დარტყმული იქნა მტრის ძალებისა და საშუალებების კონცენტრაციის უბნები რამდენიმე დასახლებაში. საბრძოლო დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის სავარაუდო დანაკარგია 14 რაშისტი, 3 ერთეული ჯავშანტექნიკა, უპილოტო საფრენი აპარატის სამეთაურო პუნქტი, ასევე 3 საბრძოლო საცავი ბერისლავში. და ხერსონის რაიონებში. დამარცხების დანარჩენი შედეგების დაზვერვა მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ  აგვისტოში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთში კონტრშეტევის დაწყება გამოაცხადეს.

რუსეთის ფედერაციაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინელმა მებრძოლებმა სამხრეთით უკვე  გაათავისუფლეს  2400 კვადრატულ კილომეტრზე მეტი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics