|
2022-11-04 10:26:29, 1652 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის 25 პირს, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვის, გასაღებისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე 18 პირს, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 18 პირი, ფულადი თანხის სანაცვლოდ, სისტემატიურად ეწეოდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. ასევე 7 ბრალდებული უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. 2022 წლის 8 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, სასამართლოს შესაბამისი განჩინებების საფუძველზე, ეტაპობრივად ჩატარდა ზემოხსენებულ პირთა საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკები, რის შემდგომაც მოხდა მათი დაკავება. დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ნაწილებით, 273'-ე მუხლის მეორე, მესამე, მეხუთე და მერვე ნაწილებით, 19,260-ე მუხლის მეოთხე, მეხუთე და მეშვიდე ნაწილებით, აგრეთვე 261-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)