09:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-30 13:50:07, 1518 ნახვა

ომი უკრაინაში
ბლინკენი - მარცვლეულის ექსპორტის შეაფერხება ნიშნავს, რომ ოჯახებმა მეტი უნდა გადაიხადონ ან შიმშილით დაიხოცონ

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის მხრიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან გასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება საკვების იარაღად გამოყენებას გულისხმობს.

მისი თქმით, რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რომელიც შეაფერხებს მარცვლეულის ექსპორტს არის კრემლის განცხადება, რომ ოჯახები მთელ მსოფლიოში შიმშილით დაიხოცონ.

”რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რომელიც შეაფერხებს მარცვლეულის ექსპორტს ამ კრიტიკულ მომენტში, არსებითად არის კრემლის განცხადება, რომ ადამიანებმა, ოჯახებმა მთელ მსოფლიოში საკვებისთვის მეტი უნდა გადაიხადონ, ან შიმშილით დაიხოცონ ”, - თქვა ბლინკენმა. 

შეგახსენებთ, რომ შაბათს, 29 ოქტომბერს, აფეთქებები გაისმა სევასტოპოლის ყურეში , დროებით ოკუპირებულ ყირიმში. რუსეთმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა.

მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსეთი ტოვებს მარცვლეულის შეთანხმებას სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის გემებზე „შეტევების“ შემდეგ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ფედერაციის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შეჩერებას პროგნოზირებადი უწოდა და მსოფლიოს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics