|
2022-10-30 11:40:33, 1645 ნახვა
ომი უკრაინაში
პესკოვი - პუტინს მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების შესახებ ერდოღანთან არ უსაუბრია და არც გეგმავს
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინს არ ჰქონია სატელეფონო საუბარი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან უკრაინის პორტებიდან „მარცვლეულის დერეფნების“ შეთანხმების შეჩერების შესახებ. როგორც რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო წერს, მსგავსი დიალოგი ჯერ არ არის დაგეგმილი. მეორეს მხრივ, Wall Street Journal-ის კორესპონდენტი თურქი ოფიციალური პირების თქმით იტყობინება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთს ანკარისთვის ოფიციალურად არ უცნობებია. შეგახსენებთ, რომ შაბათს, 29 ოქტომბერს, აფეთქებები გაისმა სევასტოპოლის ყურეში , დროებით ოკუპირებულ ყირიმში. რუსეთმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა. მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსეთი ტოვებს მარცვლეულის შეთანხმებას სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის გემებზე „შეტევების“ შემდეგ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ფედერაციის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შეჩერებას პროგნოზირებადი უწოდა და მსოფლიოს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)