|
2022-10-29 10:57:55, 1564 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - შესაძლოა, რომ რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა დაიწყოს
შესაძლოა, რომ რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა დაიწყოს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, ოკუპანტები ისე ცუდად არიან მობილიზებული და აღჭურვილი, რომ შესაძლოა, რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა დაიწყოს „დღეს მტერთან ანგარიშს აბარებენ მობილიზაციის თითქოს და დასრულების შესახებ. თითქოს ფრონტზე ახალი ტალღის გაშვების საჭიროება არ აქვთ. ჩვენ წინა ხაზზე სრულიად სხვა რამეს ვგრძნობთ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ჩვენს პოზიციებზე ზეწოლას ცდილობს მობილიზაციის გამოყენებით, მაგრამ ისინი ცუდად არიან მომზადებული და ეკიპირებული. იმდენად უხეშად იყენებს მათ ხელმძღვანელობა, რომ ეს გვაძლევს ვარაუდის საშუალებას ვიფიქროთ, რომ მალე რუსეთში შესაძლოა, მობილიზაციის ახალი ტალღა დაიწყოს“,- განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, კიევი ყველა შესაძლო ვერსიისთვის ემზადება. „ჩვენ ამისთვის ვემზადებით. ვემზადებით, რომ რუსეთის არსებული ხელისუფლება იპოვის ნებისმიერ გზას ომის გასაგრძელებლად, მათ შორის ირანის სახით თანამზრახველების დახმარებით“,- დასძინა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)