|
2022-10-28 09:25:21, 1240 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ყველა ფიქრობს, ომი აფხაზეთსა და ოსეთში ქართველების სადარდებელია, ომი ყირიმში - უკრაინელების და ჩვენ არ შეგვეხება
ადრე თუ გვიან, საშინელი ომის მოგონებები რეალობად იქცევა, მეზობელი აგრესორი ხდება, ნაციზმი კი მისაბაძი მაგალითი,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, აგრესორი შეიძლება, მოვიდეს ახალი ნიღბით და ახალი ლოზუნგებით, თუმცა იმავე მიზნით და არასწორია იმაზე ფიქრი, რომ ომი შორსაა და სხვას არ შეეხება. “ახალი დღე და ახალი ბოროტება. ყველაფერი ერთ წამში ხდება. იმ წამს, როდესაც მსოფლიო ვერ ამჩნევს. ზოგს ეძინება. ზოგიერთს ღრმა ძილით სძინავს, ვიღაც ყურადღებას არ აქცევს. საერთო ჯამში კი ყველა დუმს. და ყველა ერთნაირად ფიქრობს, რომ ეს მას არ შეეხება: ომი შორსაა, სადღაც დნესტრისპირეთში, ეს მოლდოველების პრობლემაა; სადღაც აფხაზეთსა და ოსეთში, ეს ხომ ქართველების სადარდებელია; სადღაც ყირიმში ან დონბასში, ეს უკრაინელების სადარდებელია; ეს ჩვენ არ შეგვეხება, რაკეტა ჩვენთან არ მოფრინდება, ჩვენ არ არ მოგვაკითხავენ. სამწუხაროდ, შემდეგ ეს ყველას სადარდებელი ხდება. ადრე თუ გვიან, საშინელი ომის მოგონებები რეალობად იქცევა. მეზობელი აგრესორი ხდება. აგრესორი ხდება ტერორისტი, ნაციზმი კი მისაბაძი მაგალითი. ის შეიძლება, მოვიდეს ახალი ნიღბით, ახალი ლოზუნგებით, თუმცა იმავე მიზნით. სამწუხაროდ, ჩვენ ამის შესახებ წიგნებიდან არ ვიცით. ჩვენ ვიცით, რომ ბოროტება შეიძლება, ჩვენს სახლებში მოვიდეს. ბოროტების ფორმა გახდა სხვა, არსი კი უცვლელია. დამპყრობლები საკუთარ თავს გამათავისუფლებლებს ეძახიან, საკუთარი არმიის შეჭრას თავდაცვას არქმევენ“,- განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, ომის დაწყებიდან ამ დრომდე რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 4 500 სარაკეტო დარტყმა და 8 000 ავიაიერიში მიიტანა. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)