|
2022-10-27 11:21:41, 1274 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ჩოხატაურში სანერგე მეურნეობა გაფართოვდა
„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, განაგრძობს პროექტების განხორციელების ხელშეწყობას, განსაკუთრებით რეგიონებში. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, ჩოხატაურის რაიონში სანერგე მეურნეობა გაფართოვდა. ბანკის ინვესტიცია 10 200 ლარს შეადგენს, რომელიც სანერგეების შეძენას მოხმარდა. „ჩვენი მეურნეობა 1 ჰა-ზეა გაშენებული და „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით სანერგე მეურნეობის გაფართოვება შევძელით. ჩვენი პროდუქციის რეალიზება ხდება დასავლეთ საქართველოს ქალაქებში და წლიურად დაახლოებით 5000 ცალი ხეხილის ნერგი იყიდება. სამომავლოდ, მეურნეობის კიდევ უფრო გაფართოვებას და განვითარებას ვაპირებთ“- განაცხადა მცირე მეწარმემ, თეიმურაზ გუდავაძემ. „მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ კიდევ ერთ მეწარმეს, რომელმაც ჩოხატაურში სანერგე მეურნეობა გააფართოვა. ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ აგრომიმართულების მხარდაჭერას, რადგან მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ბანკის მიერ გაცემული ფინანსური რესურსი ეხმარება მეწარმეს, არ გაჩერდეს და მიეცეს მოტივაცია კიდევ უფრო მეტი აკეთოს, ეს კი რეგიონს კიდევ უფრო გააძლიერებს“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)