|
2022-10-25 19:39:52, 1494 ნახვა
ომი უკრაინაში
შოლცი - დღეს არ ვიცით ეს ომი როდის დასრულდება, თუმცა ზუსტად ვიცით, რომ ის დასრულდება
დღეს არ ვიცით ეს ომი როდის დასრულდება, თუმცა ზუსტად ვიცით, რომ ის დასრულდება. - ამის შესახებ ყირიმის საერთაშორისო სამიტზე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისივე თქმით, გერმანია უკრაინას მიაწვდის იმ თავდაცვით სისტემებს, რომელიც მას ყველაზე მეტად სჭირდება. "ბერლინში, ჩვენი შეკრების მთავარი მიზანი ქვეყნის აღდგენაში, მოდერნიზაციასა და რეკონსტრუქციაში უკრაინის დახმარებაა. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მხრიდან დისკრიმინაციას, უკრაინის დასახლებული პუნქტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე კამიკაძე დრონებით თავდასხმას. ეს ომის ახალი, საშინელი ეტაპია, რომელიც ცდილობს უკრაინა მსოფლიო რუკიდან წაშალოს. ეს ყველაფერი კი მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს. პუტინის რუსეთი გამოუვალ მდგომარეობაშია. მამაცი და ძლიერი უკრაინელი ერი თავის მიზანს მიაღწევს და გაიმარჯვებს. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)