|
2022-10-25 18:47:16, 1502 ნახვა
ომი უკრაინაში
დანილოვი კადიროვს - რუსეთი თუ ახლა არ განადგურდება, ჩეჩენი ბავშვების დასახოცად დაბრუნდება
რუსეთი თუ ახლა არ განადგურდება, ჩეჩენი ბავშვების დასახოცად დაბრუნდება. - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა, რამზან კადიროვის მისამართით განაცხადა. მისივე თქმით, სანამ გვიანი არ არის, დატოვონ უკრაინა და იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლონ. "სანამ გვიანი არ არის, დატოვეთ უკრაინა და იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლეთ - ეს არის საუკეთესო გარანტია იმისა, რომ რუსეთი მეორედ არ მოსპობს ქალაქ ჯოხარს (გროზნოს) დედამიწიდან. თუ რუსეთის ფედერაცია არ განადგურდება, ჯარისკაცები ჩეჩენი ქალებისა და ბავშვების დასახოცად დაბრუნდებიან. არ დაგვიწყებიათ ხო". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)