|
2022-10-25 00:45:14, 1735 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინელების უმეტესობა მზად არის იბრძოლოს გამარჯვებისთვის - გამოკითხვა
როგორც კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (KIIS) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიდან ჩანს, უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათმა ქვეყანამ უნდა გააგრძელოს შეიარაღებული წინააღმდეგობა რუსეთის აგრესიაზე. უკრაინის მრავალი ქალაქის, მათ შორის თვით კიევის ძლიერი დაბომბვიდან ორი კვირის შემდეგ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 86%-ს მიაჩნია, რომ აუცილებელია ბრძოლის გაგრძელება, მაშინაც კი, თუ სარაკეტო თავდასხმები და თვითმფრინავების დარტყმები არ შეჩერდება. ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებშიც კი, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს და სადაც ყველაზე სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა, 69% მხარს უჭერს ომს გამარჯვებამდე. KIIS დირექტორის მოადგილის ანტონ გრუშეცკის თქმით, გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ უკრაინის ქალაქების დაბომბვით რუსეთი ცდილობდა „დათესოს პანიკა, სასოწარკვეთა და დაემორჩილებინა უკრაინული არმია“, მაგრამ სრულიად საპირისპირო შედეგს მიაღწია. ”დიახ, ტერორი გრძელდება, ხალხი იღუპება და ზიანდება, საღამოობით ადამიანებს აიძულებენ სიბნელეში იჯდეს,” - ამბობს ის. ”მაგრამ დანაკარგისა და ნგრევის ტკივილი ხალხს არ აშინებს. უკრაინელი ხალხი რჩება ერთიანი და მტკიცე და მზად ვართ გააგრძელონ ბრძოლა გამარჯვებამდე“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)