|
2022-10-24 19:15:43, 1666 ნახვა
ომი უკრაინაში
ბუდანოვი - როდესაც ყირიმი დაბრუნდება, ყირიმის ხიდი არსებობას შეწყვეტს
როდესაც ყირიმი დაბრუნდება, ყირიმის ხიდი არსებობას შეწყვეტს. - ამის შესახხებ უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა,კირილ ბუდანოვმა განაცხადა. მისივე თქმით,ეს ხიდი „რუსული სამყაროს“ ერთ-ერთი სიმბოლოა. "მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ყირიმის ხიდი ძლიერ დაზიანდა. ეს ხიდი „რუსული სამყაროს“ ერთ-ერთი სიმბოლოა. კრეისერი "მოსკოვი" ფსკერზე წავიდა, ყირიმის ხიდიც ფაქტობრივად დაეცა. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ამ რეჟიმს ბევრი დრო არ აქვს,როდესაც ყირიმი დაბრუნდება, ეს ხიდი არსებობას შეწყვეტს. არავის სჭირდება ეს სატრანსპორტო არტერია". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)