10:53 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-20 17:15:41, 1750 ნახვა

ომი უკრაინაში
გონჩარენკო - საქართველოს დე ფაქტო მმართველს მხარის ასარჩევად 8 თვე ჰქონდა, ბიძინამ შანსი ხელიდან გაუშვა

ასეა, საქართველოს დე ფაქტო მმართველს მხარის ასარჩევად 8 თვე ჰქონდა,-ასე გამოეხმაურა უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებას.

მისი თქმით, ბიძინამ ბიძინამ შანსი ხელიდან გაუშვა.

„უკრაინა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს - ზელენსკის განკარგულებით. ასეა, საქართველოს დე ფაქტო მმართველს მხარის ასარჩევად 8 თვე ჰქონდა. ბიძინამ შანსი ხელიდან გაუშვა“,- წერს გონაჩარენკო.

ცნობისთვის, უკრაინამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა.განკარგულება, რომელსაც ხელი უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა, გულისხმობს რუსი ოლიგარქების, კომპანიებისა და საწარმოების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. გარდა ამისა, ალექსანდრე ივანიშვილი, მის ცოლთან ერთად. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
CNN: ტრამპი დედამიწის მოსახლეობის თერთმეტიდან, ერთ ადამიანს ემუქრება
შვედეთი უკრაინას Gripen-ის თვითმფრინავების მიაწოდებს
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics