|
2022-10-19 10:49:13, 1733 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - ირანმა ყირიმში სამხედრო პერსონალი გაგზავნა, რათა რუსებს კამიკაძე დრონების გამოყენება ასწავლონ
ირანმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო პერსონალი გაგზავნა, რათა რუს სამხედროებს Shahed-136 კამიკაძე დრონების გამოყენება ასწავლონ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს. ანალიტიკოსების თქმით, ამ გზით ირანი უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებას უწყობს ხელს. „ნებისმიერი ირანელი პერსონალი უკრაინაში, სავარაუდოდ, IRGC-ის დრონების ინსტრუქტორი იყო. გაურკვეველია ირანელი ინსტრუქტორები თავად ატარებენ თვითმფრინავებს, თუ უბრალოდ ასწავლიან რუს ჯარებს როგორ გააკეთონ ეს", - აღნიშნავენ ისტიტუტში. მათივე თქმით, სექტემბრის შუა რიცხვებიდან რუსულმა ძალებმა განალაგეს ათობით Shahed-136 უკრაინაში სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ, რაც უპირატესობას ანიჭებს ტერორისტულ ზემოქმედებას მშვიდობიან მოსახლეობაზე, ვიდრე ბრძოლის ველზე ხელშესახები ეფექტის მიღწევას. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა თქვა, უკრაინაში ახლა იშლება სრული სქემა ირანული კამიკაძე დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად და Shahed-136-ის პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება. ამასთან, პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიმართვა ირანისადმი დახმარებისთვის არის კრემლის სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)