|
2022-10-18 10:58:43, 1627 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ოკუპანტები აგრძელებენ იმის კეთებას, რაც ყველაზე კარგად გამოსდით - მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორსა და მკვლელობას
ოკუპანტები აგრძელებენ იმის კეთებას, რაც ყველაზე კარგად გამოსდით - მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორი და მკვლელობა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ასეთი ქმედებებით ტერორისტული სახელმწიფო თავისთვის არაფერს შეცვლის. ეს მხოლოდ დაადასტურებს მის დამღუპველ და მკვლელ არსს, რისთვისაც ის აუცილებლად აგებს პასუხს. "უკრაინა ოკუპანტების ცეცხლის ქვეშაა. ისინი აგრძელებენ იმის კეთებას, რისი კეთებაც ყველაზე კარგად გამოსდით - მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორი და მკვლელობა. მიკოლაევში მტერმა S-300 რაკეტებით გაანადგურა საცხოვრებელი სახლი. ადამიანი გარდაიცვალა. თავდასხმა იყო ყვავილების ბაზრობაზეც, წაბლის პარკში. საინტერესოა რას ებრძოდნენ რუსი ტერორისტები ამ აბსოლუტურად მშვიდობიან ობიექტებზე? ასეთი ქმედებებით ტერორისტული სახელმწიფო თავისთვის არაფერს შეცვლის. ეს მხოლოდ დაადასტურებს მის დამღუპველ და მკვლელ არსს, რისთვისაც ის აუცილებლად აგებს პასუხს",- წერს ზელენსკი. შეგახსენებთ, რომ რუსი დამპყრობლები, დილიდან, თავს დაესხნენ უკრაინის ტერიტორიას და რამდენიმე რეგიონს ერთდროულად შეუტიეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)