|
2022-10-17 14:20:42, 1138 ნახვა
ომი უკრაინაში
ოლენა ზელენსკა - უკრაინას ისტერიული ტერორით ვერ შეაშინებთ
უკრაინას ისტერიული ტერორით ვერ შეაშინებთ, ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ - აღვადგენთ,- ამის შესახებ უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, რუსეთმა კვირა მასობრივი თავდასხმით დაიწყო, კამიკაძე დრონებს კი მიზნად მშვიდობიანი მოსახლეობა და კრიტიკული ინფრასტრუქტურა აქვთ ამოღებული. "რუსეთმა დაიწყო კვირა მასობრივი თავდასხმით კიევის ცენტრში და მთელ რიგ რეგიონებზე. კამიკაძე დრონები, რომლებსაც მიზნად ამოღებული აქვთ მშვიდობიანი მოსახლეობა და კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ჩვენი ხალხი აფეთქებებს უნდა დაემალოს. უკრაინას ისტერიული ტერორით ვერ შეაშინებთ. ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ - აღვადგენთ",- წერს ზელენსკა. შეგახსენებთ რომ, რუსმა ოკუპანტებმა კიევზე მორიგი სარაკეტო იერიში განახორციელეს, ამასთან უკრაინის საჰაერო ძალებმა დამპყრობლების 26 კამიკაძე დრონისა და 3 ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდება შეძლეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)