11:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-12 10:29:12, 1233 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - ომის დროს დაზიანებულ რუსულ აღჭურვილობას ბელარუსი არემონტებს

ბელარუსის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს დაზიანებული რუსული ტექნიკის შეკეთებაშია ჩართული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ბელარუსმა საცავიდან ამოიღო 20 T-72 ტანკის პირველი პარტია და ბელგოროდის რეგიონში გაგზავნა. 

„ლუკაშენკო აცხადებს ბელარუსის რესპუბლიკის მზადყოფნას დაეხმაროს რუსეთის ფედერაციას უკრაინის წინააღმდეგ ომში. ბელორუსის თავდაცვითი ინდუსტრიული კომპლექსი უკვე მონაწილეობს საომარი მოქმედებების დროს დაზიანებული რუსული ტექნიკის შეკეთებაში. გარდა ამისა, პირველი პარტია ტანკები ამოღებულია საწყობიდან და გაგზავნილია ბელგოროდის რეგიონში T-72“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან, რუსეთის ფედერაცია აქტიურად იყენებს ბელორუსის ტერიტორიას უკრაინის ქალაქებზე დარტყმისთვის. სწორედ იქიდან წავიდნენ დამპყრობლების ჯარები კიევის შტურმისთვის. ექსპერტების აზრით,  ბელარუსის მხრიდან საფრთხე წლის ბოლომდე გაგრძელდება .

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics