02:59 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-05 18:24:55, 1585 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სომხეთის რესპუბლიკის ახალ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა.  

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.  

უწყების ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები, ხაზი გაესვა საგადასახადო და საბაჟო სფეროში თანამშრომლობის პოტენციალს.

ფინანსთა მინისტრმა დიპლომატს გააცნო ქვეყნის მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრები, მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი მონაცემები.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და ამ ფონზე, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და საზღვარზე ტვირთების შეუფერხებლად გადაადგილების მნიშვნელობას.

სომხეთის ელჩმა გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics