12:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-05 09:41:06, 1615 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინის არმია სწრაფ და ძლიერ წინსვლას აწარმოებს ქვეყნის სამხრეთით

უკრაინის არმია საკმაოდ სწრაფ და ძლიერ წინსვლას აწარმოებს, ჩვენი ქვეყნის სამხრეთით,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, რუსული ფსევდორეფერენდუმისგან, მხოლოდ ამ კვირას, უკვე რამდენიმე ათეული დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა. საუბარია ხერსონის, ხარკოვის, ლუგანსკის და დონეცკის ოლქებზე.

„დღეს წინა ხაზიდან კარგი ამბებია. მიმდინარე თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში უკრაინის არმია საკმაოდ სწრაფ და ძლიერ წინსვლას აწარმოებს, ჩვენი ქვეყნის სამხრეთით.კერძოდ, ოკუპანატებისგან გათავისუფლებულია და სტაბილიზებულია დასახლებული პუნქტები ლიუბიმოვკა, კეშჩენკოვა, ზოლოტაია ბალკა, ბელიაევკა, უკრაინკა, დავიდოვ ბროდი, დიდი და პატარა ალექსანროვკები. ეს არ არის სრული სია. ჩვენი მეომრები არ ჩერდებიან. მხოლოდ დროის საკითხია, როდის განვდევნით ოკუპანტებს მთელი ჩვენი მიწიდან“,- განაცხადა ზელენსკიმ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics