|
2022-09-30 18:01:50, 1446 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ სამ საჯარო მოხელეს ბრალდება წარუდგინა, ხოლო ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე სამ საჯარო მოხელეს ბრალდება წარუდგინა, ხოლო ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების და გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა მუნიციპალიტეტის მერიის ორ თანამშრომელს და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის ერთ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა, ხოლო ერთი მოქალაქე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების და გამოყენების ფაქტზე დააკავა. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მუნიციპალიტეტის და სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა, არ გადაამოწმეს მოქალაქეების მიერ შესაბამის სამსახურებში შეტანილი ყალბი განცხადების გარემოებები, უკანონოდ გასცეს შესაბამისი ცნობები და კანონიერი სახე მისცეს ბრალდებულის მიერ არაკანონიერად მოპოვებულ კაკლის მორებს, რითაც არსებითად დაარღვიეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. საჯარო მოხელეებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია), ხოლო მოქალაქეს 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)