03:00 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-29 11:16:58, 1027 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა

2022 წლის 8 თვის შედეგებით, ბაზისბანკის ბიზნეს პორტფელი 1.17 მილიარდ ლარს აჭარბებს, ზრდამ 284 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 32%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ  იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპით, ქართულ ბანკებს შორის, ბაზისბანკი პირველ ადგილს იკავებს, ხოლო მოცულობით უმსხვილესი ბანკების სამეულშია.

"მინდა აღვნიშნო, რომ ბაზისბანკს ბიზნესის დაფინანსების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან და შესაბამისად, ბაზისბანკისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ ბიზნესის დაკრედიტების კუთხით ჩვენი ბანკი ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა ბაზარზე.“ - აცხადებს ბაზისბანკის კომერციული დირექტირი, გიორგი გაბუნია.

აღსანიშნავია, რომ 8 თვის შედეგებით, ზრდა ასევე დაფიქსირდა შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით: ბანკის მთლიანი აქტივები წლის დასაწყისთან შედარებით 60%-ით გაიზარდა და 3.1 მილიარდი ლარი შეადგინა. 2022 წლის 1 აპრილიდან, ბაზისბანკის მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.4%-ით გაიზარდა და 2 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო დეპოზიტების ზრდამ 15.2% შეადგინა. ბაზისბანკის ფინანსური მაჩვენებლების ზრდა, ბანკის სწორი პოლიტიკისა და ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის შედეგია.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics