|
2022-09-23 13:25:15, 1620 ნახვა
ეკონომიკა
„გალტ & თაგარტმა“ საქართველოს ტურიზმის სექტორზე კონფერენციას უმასპინძლა
„გალტ & თაგარტმა“ ტურიზმის სექტორზე კონფერენცია გამართა, რომელზეც უახლესი კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციაში დარგის წარმომადგენელები მონაწილეობდნენ. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, „გალტ & თაგარტის“ კვლევაში დეტალურად არის განხილული ტურიზმის აღდგენის დინამიკა როგორც საქართველოში, ისე გლობალურად. კვლევაში გაანალიზებულია სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის მიგრანტების გავლენა სტუმართმასპინძლობის სექტორზე, სასტუმროების აღდგენის დინამიკა და ზოგადად, სექტორის გამოწვევები და პერსპექტივები. „კვლევის მიხედვით მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრებზე 2022 წელს ტურიზმი სწრაფად აღდგა. ამასთან, საქართველო ოდნავ ჩამორჩება ამ ტრენდს, რადგან რუსეთ-უკრაინის ომმა შეანელა ტურისტული ვიზიტები, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებიდან. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივლის-აგვისტოში ტურიზმის აღდგენა დაჩქარდა და ტურისტულმა ვიზიტებმა 2019 წლის დონის 78.7%, ხოლო შემოსავლებმა 123.6% შეადგინა. შემოსავლების უფრო სწრაფი აღდგენა, მათ შორის, მიგრანტების შემოდინებით აიხსნება. აღსანიშნავია, რომ სასტუმროების შემოსავალები უფრო სწრაფად აღდგა რეგიონებში, სადაც შიდა ტურიზმის ფაქტორიც ემატება, მაშინ როცა თბილისის ბაზარი კვლავ ჩამორჩება პანდემიამდელ დონეს. კვლევაში ასევე გაანალიზებულია დაგეგმილი სასტუმროების პროექტები. წლების განმავლობაში ეს სექტორი ერთერთი ყველაზე მიმზიდველი იყო ინვესტორებისთვის, თუმცა კოვიდ-პანდემიამ ვითარება შეცვალა და ბევრი დაგეგმილი პროექტი შეწყვეტილია. ამასთან, სასტუმროების მშენებლობაზე გაცემული ნებართვებიც წინა წლებთან შედარებით შემცირებულია, რაც ინვესტორების გაუარესებულ სენტიმენტებზე მიუთითებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში. მოკლევადიან პერიოდში რეგიონში მიმდინარე კონფლიქტები ტურიზმის სექტორის მთავარი გამოწვევაა, თუმცა საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში რეგიონებში სასტუმროების მიმზიდველობა მაღალია, მათ შორის მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილი საგზაო და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ფონზე. „ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის გაგვეზიარებინა დარგის ანალიტიკოსების ხედვა არსებული ვითარების, გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია, რომელიც პანდემიამ დიდწილად დააზარალა და რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონფლიქტებსაც დარგის პერსპექტივებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დარგის მონაწილეებთან შეხვედრები და ჩვენი მოლოდინების გაზიარება“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ კვლევების მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს: www.gt.ge
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)