|
2022-09-20 15:20:17, 1304 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს, პაველ ჰერჩინსკის, რომელმაც ქვეყანაში დიპლომატიური საქმიანობა ცოტა ხნის წინ დაიწყო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დადებითი შეფასება მიეცა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობის დინამიკას. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ელჩობის პერიოდში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო განმტკიცდება. ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის როლს ქვეყნის განვითარებაში, როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროგრამების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა ევროპული საბჭოს 12 პრიორიტეტის შესრულების მნიშვნელობაზე ევროინტეგრაციის პროცესში. ლაშა ხუციშვილმა ევროკავშირის ელჩს გააცნო ეკონომიკაში მიმდინარე ვითარება, 2022 წლის განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრები. საუბარი, ასევე, შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას რეგიონსა და მსოფლიოში. ასევე საუბარი შეეხო EU სამეზობლო პოლოტიკის ფარგლებში იდენტიფიცირებულ საფლაგმანო პროექტებს და საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგიის განახლების პროგრესს. შეხვედრის დასასრულს, პაველ ჰერჩინსკიმ აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)