14:11 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-14 14:15:10, 1784 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი დეოკუპირებულ იზიუმში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დეოკუპირებულ იზიუმში ჩავიდა,- აღნიშნულის ინფორმაციას 25-ე ცალკეული საჰაერო სადესანტო ბრიგადა ავრცელებს.

მათი ცნობით, ზელენსკიმ უკრაინის დროშის აღმართვის ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.

„დღეს უკრაინელი მედესანტეების მიერ გათავისუფლებულ იზიუმში უკრაინის დროშა აღმართეს. ზეიმში მონაწილეობა მიიღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალარიმ, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და სხვა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა ჯარისკაცებს გათავისუფლებული უკრაინული მიწებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ კონტრშეტევის დროს უკრაინელმა სამხედროებმა დამპყრობლებისგან უკვე დაახლოებით 8 ათასი კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს, მათგან ნახევარს ჯერ კიდევ გადის სტაბილიზაციის ღონისძიებები.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე მოახდინეს 300-ზე მეტი დასახლების დეოკუპაცია.

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics