|
2022-09-12 11:43:26, 1439 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ კონცეპტი და Eastern Promotions წარმოგიდგენთ ფესტივალს „Jazz and Wine Kakheti"
15-16 ოქტომბერს, კახეთში, წინანდლის მამულში (Tsinandali Estate), რიგით მეექვსე ფესტივალი - „Jazz and Wine Kakheti" გაიმართება. ფესტივალს წელს პირველად ეყოლება სტუმარი ქვეყანა, კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატები. „Jazz and Wine Kakheti"-ის სტუმრებისთვის ქართული ღვინის 20-ზე მეტ მწარმოებელს, ამერიკელი მეღვინე ნათან ზინდერი შეუერთდება (როკლენდის ფერმა და მეღვინეობა Nathan Zeender from Rockland Farms and Winery), მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციებს და ჯაზური მუსიკის ფონზე მათ საშუალებას მისცემენ დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ღვინო. სტუმარი ქვეყნის შეფმზარეული მეთიუ დოლანი კი (Chef Matthew Dolan), სტუმრებს ამერიკული კერძებით გაუმასპინძლდება. წინანდლის მამულში ჯაზისა და ღვინის ფესტივალი 13.00 ღვინის დეგუსტაციით გაიხსნება. ფესტივალის პროგრამა: 15:00 ამფითეატრი - ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ელექტრო სვინგის დედოფლად წოდებულ ელის ფრანსისს მოუსმინონ https://youtu.be/Y_RvfQrNhiE ALICE FRANCIS "Queen of Electro Swing" 16 ოქტომბერს, 10.00 ბოლრუმში, კეილი ოდოერტის კვინტეტი ბავშვებს ჯაზის სამყაროში კარს შეუღებს. ფესტივალის პატარა სტუმრებს წინ საინტერესო მოგზაურობა ელით. კეილი, ამერიკაში, ლინკოლნ ცენტრში, ადრეული ასაკის ბავშვებისთვის ჯაზის განათლების პროგრამაზე მუშაობს. ფესტივალს ტრადიციულად წარმოადგენს „თიბისი“ კონცეპტი. ოფიციალური სპონსორი ვიზა სპონსორი კომპანიებია: პორშე, აპარტ დეველოპმენტი. მხარდამჭერი: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრცია და აშშ საელჩო. მასპინძელი სასტუმროები: რედისონ ქოლექშენი და პარკ ჰოტელ წინანდალი. ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: TVიმედი, რადიო ფორტუნა, ინტერნეტ პლატფორმა მარკეტერი. ტექნიკური მხარდამჭერები: „საუნდ სითი" და „ემ ეს ლაითსი." ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე. „თიბისი“ კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი. შეთავაზება არ ვრცელდება თიბისი ერთგულის ბარათებზე.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)