|
2022-09-09 16:45:59, 1538 ნახვა
ეკონომიკა
მიხეილ დუნდუა გაეროს ადამიანის განვითარების ინდექსში საქართველოს ადგილის შესახებ: რეიტინგი მეტ პასუხისმგებლობასა და სტიმულს გვაძლევს
გაერომ ადამიანის განვითარების მორიგი ინდექსი გამოაქვეყნა, სადაც საქართველომ კიდევ ერთხელ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ. მისი თქმით, ზედიზედ მეოთხეჯერ, გაერომ საქართველოს მისცა ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი დონის სტატუსი, რაც გამორჩეული შედეგია. „საქართველო კავკასიაში ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი დონის სტატუსი არის დაფიქსირებული. ეს მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკით მივაღწიოთ კეთილდღეობასა და წინსვლას, როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური მიმართულებით. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საქართველო რეიტინგის გრძელვადიანი გაუმჯობესების მიხედვით, ერთ-ერთი გამორჩეულია. მაგალითად, ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი დონის ჯგუფის ქვეყნებს შორის საქათველომ 7 ადგილით შეძლო პოზიციის გაუმჯობესება 2015-2021 წლების პერიოდში. ყოველივე ეს, უფრო მეტ პასუხისმგებლობასა და სტიმულს გვაძლევს იმისათვის, რომ ის ეკონომიკური, სოციალური და სხვა პოლიტიკა, რომელიც ადამიანზეა ორიენტირებული, უფრო მეტი ძალისხმევით და მიზანმიმართულად მივმართოთ ამ მიმართულებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ წლევანდელი და მომავალი წელიც საუკეთესო იქნება ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ. შეგახსენებთ, ადამიანის განვითარების 2021/2022 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, ადამიანის განვითარების ინდექსში (HDI) სარეიტინგო პოზიცია ერთი ადგილით გაიუმჯობესა და 63-ე ადგილზე გავიდა. ამასთან, საქართველოს ზედიზედ მეოთხედ, მიენიჭა ადამიანის განვითარების „ძალიან მაღალი დონის“ სტატუსი.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)