|
2022-08-30 16:43:55, 1946 ნახვა
რეგიონი
შშმ პირთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაში წელს 8 ბენეფიციარია ჩართული
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, მოადგილე ზურაბ თენიეშვილთან და დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელთან, თემურ კახიძესთან ერთად, სააგენტოს პროგრამის ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის“ მიმდინარეობას სოციალურ საწარმოში - ,,ადამიანი მოქმედებაში“ გაეცნო, სადაც კონდინტერიის სწავლების კურსს 3 ბენეფიციარი გადის. ,,პროგრამის მიზანია შშმ პირების პროფესიული და პრაქტიკული უნარების განვითარება მათი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით და ითვალისწინებს სამუშაოზე დაფუძვნებულ სწავლებას. მიმდინარე წელს პროგრამით სარგებლობს 8 ბენეფიციარი, პროგრამის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ხდება თითოეული ბენეფიციარისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმისა და პროგრამის შედგენა, და ამასთან, კომპანიების შერჩევისას უპირატესობა ენიჭება, ვისაც რეალურად აქვს ვაკასნია და შესაძლებლობა დაასაქმოს შშმ პირი’' - აღნიშნა თემურ კახიძემ. პროგრამა 2017 წლიდან ხორციელდება. მოსარგებლე გადის თეორიული (არანაკლებ 200 საათი) და პრაქტიკული (არანაკლებ 120 საათი) სწავლების კურსს. ,,აღნიშნულმა პროგრამამ ხელი შეუწყო ჩვენი ბენეფიციარების საზოგადოებაში რეინტეგრაციას და რესოციალიზაციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში არსებული სტიგმების დასამსხვრევად, ასევე ხელს უწყობს მათ აქტიურ საქმიანობას საზოგადოებაში“- აღნიშნა შეხვედრაზე ბათუმის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა მენეჯერმა, სოსო ჯახიამ. როგორც პროგრამით მოსარგებლე, ახლა უკვე სოციალურ საწარმოში დასაქმებული ნანი ჯაბნიძე ამბობს - ,,მადლობა ჩემს მენტორს, რომ შემასწავლა ეს პროფესია. უკვე მეოთხე წელია ამავე საწარმოში ვარ დასაქმებული და კმაყოფილი ვარ, რომ ყოველდღიურად ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მახარებს“ . პროგრამის ფარგლებში, პარალელურად სწავლებას გადის - 1 ელექტრიკოსი - სასტუმრო ჰილტონში, 1 ფრონტოფისის აგენტი - სასტუმრო ჰილტონში; 1 ფრჩხილის მოვლის სპეციალისტი - სილმაზის სალონ NG სთაილში და 1 ვებ ტექნოლოგია და სოციალური მედია - შპს კიბერ აკადემიაში.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)