|
2022-08-16 15:53:10, 2604 ნახვა
ეკონომიკა
ბილაინი და DCB ციფრული კონტენტის აგრეგატორი - Mondia პარტნიორები გახდნენ
ბილაინი აგრძელებს აბონენტებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნას. ციფრული სტრატეგიის ფარგლებში, ბილაინმა თანამშრომლობა დაიწყო ერთ-ერთ დიდ და მნიშვნელოვან DCB ციფრული კონტენტის აგრეგატორთან Mondia. პარტნიორობის ფარგლებში პერიოდულად გაეშვება სხვადასხვა ციფრული სერვისისა თუ კონტენტის მომწოდებელი მერჩანტების პროდუქტები, რომელთა საფასურის გადახდა აბონენტის მობილური ბალანსიდან ხდება. პირველი ასეთი პროდუქტია GameOnz - მობილური თამაშების პორტალი, სადაც მომხმარებელს შეუძლია სასურველი პრემიუმ თამაშების უფასოდ გადმოწერა. სერვისით სარგებლობისთვის აბონენტი უნდა ეწვიოს პროდუქტის გვერდს, გაეცნოს პირობებს და გამოიწეროს სერვისი - 5 ლარად / კვირაში. თუ აბონენტს აღარ მოუნდება აღნიშნული სერვისით სარგებლობა, იგი მარტივად შეძლებს სერვისის გამოწერის გაუქმებას, როგორც SMS შეტყობინების (ნომერზე 1407, ტექსტით Unsub Gameonz) ასევე შესაბამისი ბმულის დახმარებით. ბილაინის მიზანია მომხმარებლისთვის შექმნას დამატებითი ღირებულება და შესთავაზოს პროდუქტები, რომლებიც აბონენტების არაერთ საჭიროებას გადაწყვეტენ. კომპანია სწრაფად ავითარებს ციფრულ ეკოსისტემას და აბონენტებისთვის ქმნის მათ კომფორტსა და ინტერესებზე მორგებულ თანამედროვე, ინოვაციურ ციფრულ პროდუქტებსა და მომსახურებას.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)