|
2022-08-11 11:17:43, 835 ნახვა
ეკონომიკა
სს „ლიბერთი ბანკის“ საცალო საბანკო საქმის მიმართულების დირექტორად თორნიკე კორძაია დაინიშნა
სს „ლიბერთი ბანკის“ საცალო საბანკო საქმის მიმართულების დირექტორად თორნიკე კორძაია დაინიშნა. თორნიკე კორძაია არის საბანკო სექტორის პროფესიონალი და მას ქვეყნის წამყვან ფინანსურ ორგანიზაციებში მუშაობის 11 წლიანი გამოცდილება აქვს. სს „ლიბერთი ბანკში“ შემოერთებამდე თორნიკე კორძაია ხელმძღვანელობდა სს „თიბისი ბანკის“ საცალო, მცირე და საშუალო საბანკო საქმის ფინანსების დეპარტამენტს, ხოლო მანამდე „თიბისი კაპიტალში“ კვლევების სამსახურს. თორნიკე კორძაია ფლობს ოქსფორდის უნივერსიტეტის, საიდის ბიზნეს სკოლის (University of Oxford, Saïd Business School) მაგისტრის ხარისხს და არის CFA ჩარტერის მფლობელი. „მინდა მივესალმო თორნიკეს ბანკის ტოპ მენეჯმენტის გუნდში შემოერთებას. დარწმუნებული ვარ, რომ მისი გამოცდილებით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბანკის განვითარებასა და მიზნების მიღწევაში. განსაკუთრებით, ლიბერთის ტრანსფორმაციისა და უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბების პროცესში. წარმატებას ვუსურვებ თორნიკეს და მენეჯმენტის გუნდს“,- ბექა გოგიჩაიშვილი, „ლიბერთის“ გენერალური დირექტორი. „ჩემთვის დიდი პატივია „ლიბერთის“ მენეჯმენტის გუნდთან შემოერთება. მინდა მადლობა გადავუხადო მათ ნდობისათვის. მჯერა, რომ „ლიბერთის“ განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ამ ხანმოკლე, გაცნობით პერიოდში, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემი გუნდის პროფესიონალიზმმა და სამუშაო კულტურამ, რაც მყარი საფუძველია იმისათვის, რომ ერთად მივაღწიოთ დასახულ სტრატეგიულ მიზნებს და ვიზრუნოთ ადამიანების, მათი ოჯახებისა და ბიზნესების ცხოვრების გაუმჯობესებაზე ჩვენს ქვეყანაში“, -თორნიკე კორძაია, „ლიბერთის“ საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)