15:57 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-09 18:02:23, 1629 ნახვა

ომი უკრაინაში
ოკუპირებული ყირიმის ოლქის სამხედრო აეროდრომზე აფეთქება მოხდა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის სოფელ ნოვოფედოროვკას მახლობლად, რამდენიმე მასშტაბური აფეთქება მოხდა,- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ცნობით, ნოვოფედოროვკაში მდებარე რუსული სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე კვამლი ამოდის. ამასთან, ორი თვითმხილველების თქმით, ერთი წუთის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობის 12 აფეთქების ხმა გაისმა.

პოლიციელები მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ.

„ადგილზე ვარ სოფელ ნოვოფედოროვკაში, გავაძლიერეთ ყველა საჭირო ღონისძიება ინფრასტრუქტურული ობიექტების და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. პირველ რიგში, 5-კილომეტრიან ზონაში კორდონის პერიმეტრის მოწყობის ღონისძიებები გატარდა: ღობეები, საგზაო პოლიციის ეკიპაჟები და ფეხით პატრული ადგილობრივი მოსახლეობის დაზიანების თავიდან ასაცილებლად. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო აკონტროლებს ხანძარს“,- განაცხადა ოკუპირებული ყირიმის ხელმძღვანელმა, სერგეი აქსენოვმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics