|
2022-08-05 10:58:27, 1519 ნახვა
ომი უკრაინაში
მსხვერპლის დადანაშაულების მცდელობა - ზელენსკი Amnesty International-ის კრიტიკულ მოხსენებაზე
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა Amnesty International მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ უკრაინელი მებრძოლები საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა. კრიტიკულ მოხსენებაში , Amnesty-მ ჩამოთვალა 19 ქალაქში მომხდარი შემთხვევა, რა დროსაც უკრაინულმა ძალებმა, როგორც ჩანს, ზიანი მიაყენეს მშვიდობიანი მოსახლეობას, საცხოვრებელ ადგილებში ბაზების შექმნით. - ზელენსკიმ აღნიშნულ დასკვნებს "მსხვერპლის დადანაშაულება" უწოდა. „არ არსებობს პირობა, თუნდაც ჰიპოთეტურად, რომ რუსეთის ნებისმიერი დარტყმა უკრაინაზე გამართლებული გახდეს. ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესია არის არაპროვოცირებული, ინვაზიური და ტერორისტული.თუ ვინმე აკეთებს მოხსენებას, რომელშიც მსხვერპლი და აგრესორი თითქოს რაღაცნაირად თანასწორნი არიან... მაშინ ამის მოთმენა შეუძლებელია. ეს არის ტერორისტულ სახელმწიფოს ამნისტია და პასუხისმგებლობის აგრესორიდან მსხვერპლზე გადაეტანა,“- განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები აარსებენ ბაზებს საცხოვრებელ ადგილებში, მათ შორის სკოლებსა და საავადმყოფოებში, რაც არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს და ომის კანონებს. ამასთან, ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ასეთი პრაქტიკა „არანაირად არ ამართლებს რუსეთის განურჩეველ თავდასხმებს“. Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ საცხოვრებელ ადგილებში ბაზების განლაგების ტაქტიკა არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს და საფრთხეს უქმნის სამოქალაქო პირებს, სამოქალაქო ობიექტების ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებად გადაქცევით. დასახლებებზე რუსეთის დარტყმებს არაერთხელ მოჰყოლია მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა და დაშავება, იხსენებს ორგანიზაცია.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)