|
2022-07-06 14:19:49, 1244 ნახვა
ეკონომიკა
ქართულ ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ
გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations" ორგანიზებით, საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალების ჯგუფი სტუმრობდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ სომელიეები, მათ შორის 3 ღვინის მაგისტრი, ასევე, ღვინის ჟურნალისტები, რომლებიც ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლსა და კახეთში ეწვივნენ, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო. ამასთან ერთად, ტურის ფარგლებში, თბილისში მოეწყო სპეციალური დეგუსტაცია (Speed Tasting), სადაც შეფასებისა და რეკომენდაციების მიღების მიზნით, ღვინის პროფესიონალებს საკუთარი პროდუქცია ქართული ღვინის მწარმოებელმა 20 კომპანიამ წარუდგინა. „ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, ქართული ღვინის გასაცნობად, ჩვენ ვეწვიეთ საქართველოს სომელიეებისა და ღვინის მაგისტრების ჯგუფთან ერთად. ჩვენი მიზანია, ვიზიტორთა ჯგუფს წარვუდგინოთ ქართული ღვინის მრავალფეროვნება, ქართული ტრადიციები და კულტურა, რათა გერმანული და საერთაშორისო ღვინის სამყაროს პროფესიონალებს შემდგომში ქართულ ღვინის მხარდაჭერის საშუალება მივცეთ", - აღნიშნა „ff.k Public Relations"-ს მარკეტინგის მენეჯერმა, ლარა ბერენდსენმა (Lara Behrendsen). ღვინის მაგისტრისა და სომელიეს, კონსტანტინ ბაუმის (Konstantin Baum) თქმით, მისასალმებელია ღვინის წარმოების პროცესში ახალგაზრდა თაობის ჩართვა. „საქართველოში არასდროს ვყოფილვარ, თუმცა, ბევრი მსმენია საქართველოს და ქართული ღვინის შესახებ. პირველი, რაც საქართველოსთან დაკავშირებით ყველას ახსენდება არის ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდი და ქვეყნის ისტორია. ჩემთვის გასაოცარი და საინტერესო ფაქტია, რომ ღვინის მწარმოებლების ახალგაზრდა თაობა ტრადიციული მეთოდის გარდა, თანამედროვე ტექნოლოგიებსაც იყენებს, მათ აქვთ ახალი იდეები და კონცეფციები, ასევე აღსანიშნავია ადგილწარმოშობის არაჩვეულებრივი ჯიშები. კიდევ უფრო მეტის ხილვის იმედი მაქვს და მინდა ქართული ღვინისა და საქართველოში მოგზაურობის გამოცდილება მომავალშიც გავიმეორო". - აღნიშნა კონსტანტინ ბაუმმა. მათივე ცნობით, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან „ff.k Public Relations" ღვინის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო და მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება.
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)