00:19 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-29 12:19:54, 1298 ნახვა

რეგიონი
კასპის ტექნოპარკში Skillwill Academy-ის ხელმძღვანელები ახალგაზრდებს შეხვდნენ და აკადემიის ახალი პროექტი გააცნეს

კასპის ტექნოპარკში Skillwill Academy-ის ხელმძღვანელი თემო მაღრაძე და მარკეტინგისა და კომუნიკაციის ხელმძღვანელი ნინი მოსიაშვილი კასპელ ახალგაზრდებს შეხვდნენ  და აკადემიის ახალი პროექტი გააცნეს.

პროექტის პრეზენტაციაზე ახალგაზრდებმა აკადემიაში ჩარიცხვის და სწავლის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.  

პროექტი ახალგაზრდებს   აკადემიის პროფესიონალი დეველოპერები 7 თვეში, საბაზისო ცოდნის გარეშე პროგრამირების და ვებ-ტექნოლოგიების შესწავლას სთავაზობენ.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანს, ვისაც სურს პროფესიის შეცვლა ან ახალი საქმიანობის შესწავლა. 

სტუდენტები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან სწავლის პროცესში და იმუშავებენ თვითგანვითარებაზე, შესაძლებლობა მიეცემათ დასაქმდნენ როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო კომპანიებში.

პროექტის პრეზენტაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე დაესწრო.
შეხვედრაზე დასმულ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics