10:59 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-23 16:17:07, 840 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“, USAID-ისა და EFSE Entrepreneurship Academy-ს ერთობლივი პროგრამა მცირე ბიზნესის განვითარებისთვის

„საქართველოს ბანკი“ პარტნიორებთან ერთად მცირე მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით განხორციელდა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, EFSE Entrepreneurship Academy-სა და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი პროექტი „ბიზ-ლინკი“, რომელიც შემუშავდა საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებით. ის მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ექსპორტის მიმართულებით განვითარებას და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. პროექტის ფარგლებში მოეწყო ჯგუფური ტრენინგები და ვორქშოფები, ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული საკონსულტაციო სემინარები.

პროექტში 18 მცირე და საშუალო ბიზნესი იყო ჩართული. მათ მიიღეს ინფორმაცია და კონსულტაცია ისეთ თემებზე როგორიცაა:  ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, საექსპორტო ბაზრების იდენტიფიკაცია და შეფასება, ფინანსური მენეჯმენტი და ანგარიშგება, ფინანსური და ბიზნეს დაგეგმარება. ხოლო ინდივიდუალური საკონსულტაციო სემინარებზე შეიმუშავეს ექსპორტის სამოქმედო გეგმა და ბიზნეს გეგმები ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შედეგად: 10 მცირე და საშუალო საწარმომ გამოავლინა სამიზნე საექსპორტო პროდუქტები და ბაზრები, რომელთაგან ნახევარი უკვე მოქმედებს მომზადებული სამოქმედო გეგმების შესაბამისად. (ექსპორტის მენეჯერების აყვანა, სამიზნე უცხოურ ბაზრებზე სავაჭრო ვიზიტები და ა.შ.) ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით კი, ექვსმა მცირე და საშუალო კომპანიამ 11 მლნ ლარის ოდენობით, დამატებითი  ინვესტიციები მოიზიდა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics