|
2022-06-15 14:03:45, 1294 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ძარცვის ორ ეპიზოდზე დაკავებული პირის მიმართ სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე სასამართლოს მიმართა
საქართველოს პროკურატურამ, ძარცვის ორ ეპიზოდზე დაკავებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის და სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა სავაჭრო ჯიხურის მინა შეამსხვრია და აშკარად მართლსაწინააღმდეგოდ ალკოჰოლურ სასმელებს დაეუფლა, რის შემდგომაც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, ბრალდებულმა მიცკევიჩის ქუჩის მიმდებარედ, მოქალაქეს ჯიბიდან მობილური ტელეფონი გასტაცა და ასევე, შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. დაკავებულს ბრალდება ძარცვის ორ ეპიზოდზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა (ძარცვა, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია). სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუყოვნებლივ დაენიშნა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს შეურაცხადობა დაუდგინდა, რის გამოც იგი ფსიქიატრიულ მკურნალობას საჭიროებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის და ფსიქიატრიული მკურნალობის დანიშვნის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)