|
2022-06-13 13:24:11, 1016 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალი “ივნისის მაკროეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს
„თიბისი კაპიტალმა “ მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. წინა კვირის ანონსის შესაბამისად, 2022 წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი მნიშვნელოვნად გაიზარდა, - 5.5%-ზე მეტიდან, თითქმის 8%-მდე. ზრდის ფაქტორების მხრივ, მომატებულია ტურიზმის, გზავნილების, დაკრედიტების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და იმპორტის მოლოდინები. ექსპორტის მხრივ, წინა შეფასებასთან შედარებით, მხოლოდ მცირედი გაუმჯობესებაა. ბიუჯეტის დეფიციტი კი უფრო ნაკლებ ნიშნულზეა.
ამავდროულად, ინფლაციის მიმართულება კვლავ პრობლემურია. წლის ბოლოსათვის წინა, 9.5%-იანი პროგნოზი მხოლოდ მცირედით, თუმცა მაინც გაზრდილია. თუმცა, იმ პირობით, რომ წლის განმავლობაში ლარი დამატებით გამყარდება.
მონეტარული პოლიტიკის კუთხით, მაღალი ინფლაციის მიუხედავად, შემდგომი გამკაცრება არაა ნავარაუდები. ამის მიზეზი, ფასებზე ძირითადად მიწოდების მხრიდან გამოწვეული ზეწოლაა. გასაგებია, რომ თუ საქართველოში ზრდა უფრო ნაკლები იქნება, ამით ნავთობისა და სხვა სასაქონლო პროდუქტების ფასი არ შემცირდება. ამასთან, ლარის შემდგომი გაძვირება ხელს უშლის ლარიზაციის პროცესს. დამატებით, გასათვალისწინებელია, რომ თიბისი კაპიტალის აზრით, არ არის აუცილებელი ლარში გამკაცრებამ ეკონომიკის ზრდა შეაფერხოს. კერძოდ, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ეფექტის გარდა, ლარის გამყარება აუმჯობესებს სამომხარებლო და ბიზნეს განწყობებს და ამით, სულ მცირე მოკლევადიან პერიოდში, ეკონომიკის ზრდა პირიქით ჩქარდება. თავის მხრივ, სავალუტო შემოდინებები ისედაც ძლიერია და დამატებითი გამკაცრების გარეშეც ლარის გამყარება თიბისი კაპიტალის აზრით, საბაზო სცენარია.
ლარის საშუალო კურსის კუთხით, "თიბისი" კაპიტალის აზრით, სადღეისოდ გარკვეული ზედმეტად გამყარების ნიშნები აღარ იკვეთება. ამავდროულად, თიბისი კაპიტალი კვლავ ინარჩუნებს შეფასებას, რომ საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარის მნიშვნელოვანი გაუფასურების გარეშე, რაც როგორც ჩანს უფრო სამომავლო პერსპექტივაა, ლარის დოლართან მკვეთრი გამყარების ალბათობა ახლო პერსპექტივაში შედარებით ნაკლებია.
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)