|
2022-06-06 15:07:54, 860 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ოზურგეთში მოცვის პლანტაცია გაშენდა
„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მიზნით მეწარმეების მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკთან თანამშრომლობით გურიაში, სოფელ ჭანიეთში დამატებით 0.7 ჰა- ზე მოცვის პლანტაცია გაშენდა. პროექტის ჯამური მოცულობა 150 000 ლარია. ბანკის მხრიდან გამოყოფილი ინვესტიცია კი 85 000 ლარს შეადგენს. გამოყოფილი თანხა ძირითადად ნერგების შეძენას, პლანტაციის მოწყობას, მიწის დამუშავებას და წვეთოვანი სისტემის მოწყობას მოხმარდა. ბანკის მიერ გაცემული დაფინანსების ფარგლებში დაგეგმილია 15ტ მოცვის მოსავლის მიღება, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. „მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი, დაგვიდგა მხარში და მისი დახმარებით არსებულ, 1.3 ტ მოცვის პლანტაციას დამატებით 0.7 ჰა-ზე განთავსებული პლანტაცია მივამატეთ. ბანკის დაფინანსებით შევიძინეთ ტექნიკა, რომელიც მოსავლის რაოდენობას გაზრდის. მაგალითად, აქამდე, ყოველწლიურად, მოსავალის რაოდენობა 6 ტონა იყო, თუმცა წელს უკვე ველოდებით რომ ის 15 ტონამდე გაიზრდება, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე მოვახდენთ. ამის გარდა, ვაპირებთ გავაშენოთ ლოკოკინების ფერმაც და ამ შეთხვევაშიც, ჩვენი ერთგული პარტნიორის, საქართველოს ბანკის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“,- ამბობს მცირე მეწარმე, ანიკო თავაძე. „ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და ბიზნესის გაძლიერება საქართველოს ბანკისთვის ერთერთ უცვლელ პრიორიტეტად რჩება. სწორედ ამ მიზეზით, ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ინტერესი მხარი დაგვეჭირა აგროსექტორისთვის და ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით ოზურგეთში, სოფელ ჭანიეთში მოცვის პლანტაციების გაშენებას შევუწყვეთ ხელი. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტების მხარდაჭერა აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანაში განვითარდეს ადგილობრივი წარმოება, შეიქმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას და ადგილობრივი მეწარმეების წახალისებას “, - განაცხადა "საქართველოს ბანკის" საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა მერაბ ახვლედიანმა.
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)