14:34 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-03 13:51:51, 2137 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - უკრაინა აწარმოებს თავდაცვით ომს და არ აპირებს სარაკეტო სისტემების გამოყენებას რუსულ ობიექტებზე თავდასხმისთვის

უკრაინა აწარმოებს თავდაცვით ომს და არ აპირებს სარაკეტო სისტემების გამოყენებას რუსულ ობიექტებზე თავდასხმისთვის,- ამის შესახებ ინფრომაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი მიხაილო პოდოლიაკი ავრცელებს.

პოდოლიაკის თქმით, ნებისმიერი ბრალდება იმის შესახებ, რომ უკრაინა იყენებს იარაღს თავდასხმისთვის არის პროპაგანდა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ  უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ნდობას ძირი გამოუთხაროს.

„დღეს რუსეთისთვის ნომერ პირველი ამოცანაა- ძირი გამოუთხაროს ნდობას უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. უკრაინა აწარმოებს თავდაცვით ომს და არ აპირებს სარაკეტო სისტემების გამოყენებას რუსულ ობიექტებზე თავდასხმისთვის. ჩვენმა პარტნიორებმა იციან, სად გამოიყენება მათი იარაღები. ნებისმიერი ბრალდება მსგავსი განზრახვის შესახებ - რუსეთის სპეცსამსახურების პროპაგანდაა“,- წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ აშშ უკრაინის დასახმარებლად 700 მილიონი დოლარის ღირებულების უსაფრთხოების პაკეტის დამტკიცებას აპირებს, რომელიც საარტილერიო-სარაკეტო სისტემებისა და საბრძოლო მასალის გადაცემას გილისხმობს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics