|
2022-06-03 10:24:20, 958 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - საქართველოს განსაკუთრებული როლი გააჩნია, რომ ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებაში თავისი წვლილი შეიტანოს
ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, გამოწვევები, რომლებიც, მათ შორის, ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით დგას მსოფლიოს წინაშე, დაძლეული უნდა იყოს საერთო ძალისხმევით. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბრატისლავაში, GLOBSEC 2022 - ის პანელზე „Europe's Addiction Problem: Russian Energy" განხილული საკითხების შეფასებისას მედიასთან ისაუბრა. ვიცე-პრემიერი სლოვაკეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. „მონაწილეობა ისეთ ღონისძიებებში, სადაც თავს იყრიან ევროპის როგორც პოლიტიკური, ისე ბიზნესლიდერები და მათთან მუდმივი კომუნიკაცია, საქართველოს გზავნილების პირველი წყაროდან მიტანა, საქართველოს პრიორიტეტულობის კიდევ ერთხელ წარმოჩენა და დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მისივე შეფასებით, დღეს ერთობის გარეშე არაფრის მიღწევა არ გამოვა და ერთობა ჭირდება როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირს. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველოს განსაკუთრებული როლი გააჩნია იმისთვის, რომ ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებაში თავისი წვლილი შეიტანოს. „რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი აქცენტი კეთდება ამაზე, რომ ვიყოთ სოლიდარულები ამ პირობებში და მაქსიმალურად მობილიზებულები იმისთვის, რომ გამოწვევები, რომლებიც დღეს დგას უსაფრთხოების თვალსაზრისით და ეს უსაფრთხოება, დიდწილად ასევე დაკავშირებულია ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან, დაძლეული იყოს საერთო ძალისხმევით" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)