|
2022-06-02 16:22:33, 1199 ნახვა
რეგიონი
ტურსააგენტოები ლიეტუვადან და ესტონეთიდან აჭარაში მოგზაურობენ
ლატვიის შემდეგ ტურსააგენტოები აჭარას ესტონეთიდან და ლიეტუვადან სტუმრობენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით მსხვილი სააგენტოების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს, სასტუმრო ინფრასტრუქტურასა და სერვისებს. ინფოტური ადგილობრივ სააგენტოებთან საქმიანი შეხვედრებით დაიწყო, სადაც ურთიერთთანამშრომლობისა და ქვეყნებს შორის ტურისტების გაცვლის საკითხები განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ბათუმისა და ქობულეთის სასტუმრო ინფრასტრუქტურის მონახულების შემდეგ ესტონელი და ლიეტუველი სტუმრები პეტრას ციხეს, ბოტანიკურ ბაღს, გონიოს ციხეს, ქედის ტურისტულ პროდუქტებსა და ადგილობრივ სამზარეულოს გაეცნობიან. ინფოტურის მონაწილეები რეგიონში 5 ივნისამდე დარჩებიან. „ბალტისპირეთიდან აჭარას სტუმრობდა წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტებიც, რომლებიც რეგიონის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების, მთისა და ზღვის ტურისტული მიმართულებების შესახებ სტატიებსა და სიუჟეტებს მოამზადებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პრეს-ინფო ტურების ორგანიზებას ბალტიისპირეთიდან აქტიურად გააგრძელებს, რათა მეტ პოტენციურ ტურისტს მიაწოდოს ინფორმაცია ბათუმის, როგორც მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების შესახებ. წელს პირველად ფრენები ბათუმში დაიწყო ლატვიის დედაქალაქიდან. გარდა რიგისა, ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები ისევ შესრულდება ტალინიდან და ლიეტუვადან, რაც ბალტისპირეთიდან რეგიონში ტურისტების შემოდინებას შეუწყობს ხელს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)