14:23 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-01 12:34:55, 3034 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ფრონტზე ყოველდღიურად 60-დან 100-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება

ფრონტზე ყოველდღიურად 60-დან 100-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკინ Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, დაღუპულთა რიცხვის გარდა, ყოველდღიურად დაშავებულთა რიცხვი 500 მებრძოლს აღწევს.

„სიტუაცია ძალიან მძიმეა, ბრძოლაში დღეში 60-100 ჯარისკაცი იღუპება და 500-მდე ადამიანი იჭრება, ასე ვინარჩუნებთ თავდაცვით ხაზებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, მან განმარტა, რომ ურთულესი ვითარებაა უკრაინის აღმოსავლეთით და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების სამხრეთით.

შეგახსენებთ, რომ  24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics