|
2022-05-27 02:19:43, 5687 ნახვა
ეკონომიკა
იპოთეკური სესხი MBC-ში
დღესდღეობით, უძრავი ქონების შეძენის მიზნით, იპოთეკური სესხის აღება მიღებული პრაქტიკაა. იპოთეკური სესხი უზრუნველყოფილი გრძელვადიანი კრედიტია, რომლის აღებისას სათანადო საფინანსო ორგანიზაციის ამორჩევა უმნიშვნელოვანესია. ბინის შესაძენად, სახლის თუ აგარაკის ასაშენებლად, სარემონტო სამუშაოებისთვის ან სხვა სამომხმარებლო მიზნების განსახორციელებლად MBC-ის იპოთეკური სესხის აღება სწრაფი პროცედურებით შეგიძლიათ. ემბისი მომხმარებელთან გრძელვადიან ურთიერთობებზე ორიენტირებული კომპანიაა და მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ მომხმარებლების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვაა. MBC ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს განიხილავს, რათა სასურველი მიზნის განხორციელებისთვის ლოდინი აღარ დაგჭირდეთ. ემბისი-ში ინდივიდუალური, შემოსავლებზე მორგებული გადახდის კლებადი გრაფიკით, 100 000 ლარამდე იპოთეკურ სესხს უძრავი ქონების უზრუნველყოფით მიიღებთ. ამას გარდა, თუ უკვე გაქვთ კრედიტი, თუმცა პირობებით კმაყოფილი არ ხართ, MBC-ის დახმარებით სესხის პორტირებაც შესაძლებელია. როგორ მივიღოთ სესხი? იპოთეკური სესხის უზრუნველყოფად შეიძლება ჩაითვალოს არსებული, ან მომავალში შესაძენი ქონება, როგორიცაა: სახლი, ბინა, მიწის ნაკვეთი, საოფისე ფართი ან თუნდაც აგარაკი. 6 თვემდე საშეღავათო პერიოდით სესხის მისაღებად შეგიძლიათ ვებგვერდზე შეავსოთ ონლაინ აპლიკაცია ან კომპანიის სერვის ცენტრებს ეწვიოთ. ონლაინ განაცხადის შევსება რამოდენიმე წუთს მოითხოვს, ემბისი-ს წარმომადგენლები კი მოკლე დროში დაგიკავშირდებიან და შემდგომი პროცედურების შესახებ მოგაწვდიან ინფორმაციას. 18 წლისა და უფროსი ასაკის პირები იპოთეკური სესხით სარგებლობას პირადობის დამადასტურებელი მოწმობით/პასპორტით, შესაბამისი ქონებრივი უზრუნველყოფით, მოთხოვნისას კი შემოსავლების დადასტურებით შეძლებენ. MBC-ში კომფორტული პირობებია, რადგან სესხი 120 თვემე ვადით, ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. შესაბამისად, თქვენი ყოველთვიური შენატანის ოდენობა არ იქნება დამოკიდებული კურსთა შორის სხვაობაზე. გრძელვადიანი კრედიტის აღება ხშირად უნდობლობას იწვევს, თუმცა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპებით, თქვენს საჭიროებებზე მორგებული გადახდის გრაფიკის შემოთავაზებით ემბისი ზრუნავს იმაზე, რომ სესხის დაფარვა სტრესულ პროცესად არ იქცეს. MBC-ში იპოთეკური სესხის მიღება სხვადასხვა მიზნით შეიძლება: უძრავი ქონების შეძენა, აშენება, რემონტი, სამომხმარებლო მიზნები თუ ნებისმიერი მიზნობრიობით აღებული ვალდებულებების გადაფარვა. MBC მომხმარებელთან სტაბილური ურთიერთობის ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული, რის გამოც კომპანია ერთ-ერთი ლიდერია საფინანსო ბაზარზე.
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)