|
2022-05-20 22:12:11, 1673 ნახვა
ეკონომიკა
ფინეთი მზად არის შეწყვიტოს რუსული გაზის მოხმარება
ფინეთის სახელმწიფო ოპერატორმა Gasum-მა დაადასტურა, რომ რუსული გაზის მიწოდება ფინეთს ხვალ ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე შეუწყდება. "ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი მოქმედი კონტრაქტით გაზის მიწოდება შეჩერდება. თუმცა, ჩვენ ყურადღებით მოვემზადეთ ამ სიტუაციისთვის", - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მიკა ვილიანენმა. მანამდე პარასკევს, ფინეთის ფინანსთა მინისტრმა ანნიკა საარიკომ გამოაცხადა, რომ ქვეყანამ ხელი მოაწერა ათწლიან იჯარას მცურავი LNG საცავისთვის ამერიკული კომპანიის Excelerate Energy-სგან. გასუმმა უარი თქვა რუსეთის მოთხოვნაზე მისი გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე, ამას ხელშეკრულების დარღვევა უწოდა და არბიტრაჟით დაიმუქრა. 20 მაისს გაზპრომ ექსპორტმა შეატყობინა ფინურ ოპერატორს, რომ მიწოდება შეწყვეტს შაბათს დილით.
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)