|
2022-05-17 11:35:18, 1132 ნახვა
ეკონომიკა
ქართული ღვინო გერმანიაში, საერთაშორისო გამოფენაზეა წარდგენილი
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ასოციაციის „ქართული ღვინო" ორგანიზებით, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, გამოფენაზე „ProWein-2022" ქართული ღვინის 24 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოებია წარმოდგენილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე, სამი დღის განმავლობაში, ღვინის პროფესიონალებს, ექსპერტებს, მედიის წარმომადგენლებსა და გამოფენის სტუმრებს ქართული ღვინის გაცნობისა და შეფასების შესაძლებლობა აქვთ. ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და გაყიდვების ზრდისთვის, გამოფენაში „ProWein" მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. გამოფენის ფარგლებში, პრესტიჟული გერმანული მედია ჰოლდინგის „Meininger" სტენდთან, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი „საქართველო - ღვინის სამშობლო" გაიმართა, რომელსაც სომელიე და ღვინის ექსპერტი ინგე მაინცერი (Inge Mainzer) უძღვებოდა. აღნიშნული ღონისძიება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად როგორც გერმანიაში, ისე ზოგადად ევროპაში. გამოფენას საქართველოს გენერალური კონსული გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, გიორგი ტაბატაძე დაესწრო. გამოფენის მიმდინარეობისას, ღვინის ეროვნული სააგენტოს და კომპანიების წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები გამართეს ღვინის იმპორტიორებთან, სავაჭრო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლებთან, ღვინის პროფესიონალებთან და ექსპერტებთან როგორც გერმანიიდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. „ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიზანია ბაზრების დივერსიფიკაცია. გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, 2021 წლიდან ვთანამშრომლობთ ადგილობრივ მარკეტინგულ გერმანული კომპანიასთან „ff.k Public Relations", რაც ქართულ ღვინის კომპანიებს გერმანიის ბაზარზე გაყიდვების გაზრდაში ეხმარება. ევროპაში ღვინის უდიდეს იმპორტიორ ქვეყანაში, გერმანიაში, გასულ წელს საქართველოდან 900 ათასამდე ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. აღნიშნულ ქვეყანაში ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია მიმდინარე წელსაც", - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ მეტრეველმა. ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლების შეფასებით, „ProWein" ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა ახალი სავაჭრო პარტნიორების მოზიდვის, ღვინის გაყიდვების ზრდისა და საექსპორტო ბაზრების გაფართოებისთვის.
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)