|
2022-05-11 17:22:42, 1338 ნახვა
ეკონომიკა
14-15 მაისს, „თიბისი კონცეპტი“ და They Said Books წიგნების საგაზაფხულო ბაზრობას გამართავს
14-15 მაისს, „თიბისი კონცეპტი“ და They Said Books წარმოგიდგენთ რიგით მეექვსე წიგნების საგაზაფხულო ბაზრობას, სადაც ძველი და იშვიათი წიგნების მრავალფეროვანი სელექცია დაგხვდებათ. „თიბისი კონცეპტის“ მომხმარებლებზე ვრცელდება 10%-იანი ქეშბექი. • მისამართი: They Said Books, გ. ახვლედიანის 10 • დრო: 13:00 – 22:00 ასევე, They Said Books-თან პარტნიორობის ფარგლებში, 13 მაისს, 18:00 საათზე, „თიბისი კონცეპტის“ სივრცე უმასპინძლებს შეხვედრას, რომლის მოდერატორიც იქნება ნინო დარასელი. შეხვედრაზე მომხსენებლები მიმოიხილავენ: პოეზიას, პროზასა და მუსიკას. შეეხებიან ისეთ დიდ ავტორებსა და მუსიკოსებს , როგორებიც ჟან ჟენე, ჰენრი მილერი, სილვია პლათი, კურტ კობეინი და ჯიმ მორისონი იყვნენ. შეხვედრას სამი ყველასათვის ცნობილი და საყვარელი სპიკერი ეყოლება: * დიანა ანფიმიადი- მწერალი , პოეტი და ფილოლოგია, 2009 წელს მისმა კრებულმა „ შოკოლადი“ ლიტერატურული პრემია „საბა“ მიიღო, ნომინაციაში - წლის საუკეთესო დებიუტი. *რეზი ხუნწელია- მუსიკალური ჟურნალისტი, რადიო წამყვანი და როგორც კონსერვატორიის, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია. *მაკა კასრაძე- რადიო წამყვანი და გამომცემლობა „ზებრა“-ს ხელმძღვანელია. შეხვედრა გაიმართება „თიბისი კონცეპტის“ ბიბლიოთეკაში, მარჯანიშვილის 7-ში. შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ, დარეგისტრირდეთ: conceptevents.geღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://link.tbc.ge/Book-club
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)