|
2022-05-11 16:25:31, 979 ნახვა
ეკონომიკა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობა, მიმდინარე პროექტები, საერთაშორისო თანამშრომლობასა და სამეცნიერო მიმართულებით საქართველოში დანერგილი ტექნოლოგიები ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ მსოფლიო ბანკის სოფლის მეურნეობის და სურსათის ჯგუფის სამხრეთ კავკასიის რეგიონში სოფლის მეურნეობის მთავარ ეკონომისტ იან იუსტ ნიჯჰოფსთან შეხვედრაზე განიხილა. მათივე ცნობით, მხარეებმა აგრარული მიმართულებით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, ფერმერების მხარდაჭერასა და მათი გადამზადების საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. „სოფლის მეურნეობის მიმართულებით გვსურს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება, ამიტომ გავეცნობით უწყების საქმიანობას და განვსაზღვრავთ პრიორიტეტებს. ამ ეტაპზე, ჩვენ სამინისტროსთან ირიგაციის მიმართულებით ვთანამშრომლობთ, თუმცა გვსურს, უფრო ფართო კონტექსტში თანამშრომლობის გაგრძელება“, - აღნიშნა იან იუსტ ნიჯჰოფსმა. შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება, სადაც მსოფლიო ბანკის ჩართულება შესაძლებელია მნიშვნელოვანი იყოს. „ჩვენ შეგვიძლია საერთო ინტერესებზე ვიმსჯელოთ, რომელიც მსოფლიო ბანკისთვის საინტერესო იქნება და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას წაადგება. მსოფლიო ბანკს ჩვენს ქვეყანაში ბევრი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული, ამიტომაც მათთან კოლაბორაცია საინტერესოა“, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)