|
2022-05-09 16:31:12, 1632 ნახვა
ომი უკრაინაში
შარლ მიშელი უკრაინის ქალაქ ოდესაში ჩავიდა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, სამხრეთ უკრაინის ქალაქ ოდესაში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა და უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ამის შესახებ შარლ მიშელმა Twitter-ზე დაწერა. შარლ მიშელის თქმით, ოდესაში ევროპის დღის აღსანიშნავად ჩავიდა. "თქვენ მარტო არ ხართ. ევროკავშირი თქვენს მხარესაა“, - თქვა მან და კიდევ ერთხელ დაგმო რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. „ევროპის დღის აღსანიშნავად მოვედი ოდესაში, ქალაქში, სადაც პუშკინმა [რუსმა პოეტმა] თქვა, რომ შეგიძლიათ იგრძნოთ ევროპა. ოდესაში უკრაინელი ხალხი იცავს თავის ძეგლებს ტყვიებისა და რაკეტებისგან და თავისუფლებას რუსული აგრესიისგან “, - განაცხადა შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე. შარლ მიშელი უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს ოდესის თეატრის წინ შეხვდა. შეხვედრას ვიდეოკონფერენციით ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. ვიზიტის დროს, რომელიც ასევე მოიცავდა ოდესის პორტში მოგზაურობას, ომის ზარალის სანახავად, საჰაერო განგაში ჩაირთო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)