|
2022-05-06 14:42:46, 1364 ნახვა
ომი უკრაინაში
გერმანია უკრაინას 7 თვითმავალ ჰაუბიცის საარტილერიო სისტემას გაუგზავნის და სამხედროებს გაწვრთნის
გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ქრისტინე ლამბრეხტმას განცხადებით, ქვეყანა უკრაინას 7 ერთეულ თვითმავალ ჰაუბიცის საარტილერიო სისტემას (Panzerhaubitse 2 000) გაუგზავნის. მისივე თქმით, გერმანია ასევე გაწვრთნის უკრაინელ სამხედროებს ამ იარაღის სისტემების გამოსაყენებლად. Panzerhaubitzen 2000 არის მძიმე საარტილერიო დანადგარი, რომელსაც შეუძლია სროლა 40 კილომეტრამდე მანძილზე. ბუნდესვერი აღწერს Panzerhaubitze 2000-ს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე საარტილერიო სისტემას მსოფლიოში. მათი სიძლიერე მდგომარეობს სიზუსტეში და დიდ საბრძოლო მანძილზე. ნიდერლანდებმა მანამდე კიევს დაჰპირდა ხუთი ასეთი ჰაუბიცის მიწოდებას. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)